საქართველოს საპატრიარქოს ლანჩხუთის წმ. იოანე ნათლისმცემლის სახელობის სასულიერო გიმნაზია

შეხვედრა მსოფლიოს ჩემპიონთან

ავტორი: levani от 22-09-2016, 22:51
შეხვედრა იმითაც იყო გამორჩეული, რომ გიმნაზიაში თავი მოიყარეს ყოფილმა გიმნაზიელებმა, გიორგის თანაკლასელებმა, რომლებიც ამჟამად სხვადასხვა სკოლაში სწავლობენ და მათმა მშობლებმა. 
შეხვედრაზე გაიხსენეს გიორგის პატარაობა, მისი მრავალმხრივი ნიჭიერების დასტურად ნაჩვენები იქნა ბავშვობისდროინდელი ღონისძიებების ფოტო და ვიდეო კოლაჟები. დარბაზში შეკრებილებმა კიდევ ერთხელ გადაავლეს თვალი მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონის საჩემპიონო ბრძოლებს. 
ჩემპიონი დალოცეს გიმნაზიის პრორექტორმა დეკანოზმა მირიანმა და მოძღვარმა მამა გიორგიმ, თბილი სიტყვებით მიმართეს ლევან გიორგაძემ, ინგა აფხაძემ, თამარ რუსიამ, შუშანიკ ლელაძემ და სხვა პედაგოგებმა. 
ღონისძიების ინიციატორი და ორგანიზატორი იყო გიორგის და მისი კლასელების პირველი მასწავლებელი ნანა ლურსმანაშვილი, რომელმაც შეძლო და, თუნდაც ერთი დღით, თავი მოუყარა და ის განწყობა შექნმა დარბაზში, რაც 11 წლის წინ სუფევდა გიორგისა და მისი მეგობრების კლასში.
P.S. აღსანიშნავია, რომ შეხვედრაზე გიორგი ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორთან, ლანჩხუთელ ირაკლი ძიმისტარიშვილთან ერთად მოვიდა.
შეხვედრა მსოფლიოს ჩემპიონთან
შეხვედრა მსოფლიოს ჩემპიონთან
შეხვედრა მსოფლიოს ჩემპიონთან
შეხვედრა მსოფლიოს ჩემპიონთან
შეხვედრა მსოფლიოს ჩემპიონთან
შეხვედრა მსოფლიოს ჩემპიონთან
შეხვედრა მსოფლიოს ჩემპიონთან
შეხვედრა მსოფლიოს ჩემპიონთან
შეხვედრა მსოფლიოს ჩემპიონთან
შეხვედრა მსოფლიოს ჩემპიონთან
შეხვედრა მსოფლიოს ჩემპიონთან
შეხვედრა მსოფლიოს ჩემპიონთან
შეხვედრა მსოფლიოს ჩემპიონთან
შეხვედრა მსოფლიოს ჩემპიონთან
შეხვედრა მსოფლიოს ჩემპიონთან
შეხვედრა მსოფლიოს ჩემპიონთან
შეხვედრა მსოფლიოს ჩემპიონთან
შეხვედრა მსოფლიოს ჩემპიონთან
შეხვედრა მსოფლიოს ჩემპიონთან
შეხვედრა მსოფლიოს ჩემპიონთან
შეხვედრა მსოფლიოს ჩემპიონთან

«    სექტემბერი 2023    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930