საქართველოს საპატრიარქოს ლანჩხუთის წმ. იოანე ნათლისმცემლის სახელობის სასულიერო გიმნაზია

სასულიერო გიმნაზიაში საერთაშორისო კვლევა ჩატარდა.

ავტორი: levani от 12-05-2016, 12:30
საგანმანათლებლო მიღწევების შეფასების საერთაშორისო ასოციაცია (IEA) 1959 წლიდან ატარებს კვლევებს სხვადასხვა ქვეყნის ( 50-ზე მეტი ქვეყანა) მოსწავლეების მიღწევების შეფასების მიზნით. PIRLS-ის კვლევა შეისწავლის მე-4 კლასის მოსწავლეების მიღწევებს წიგნიერებაში. ეს კვლევა ტარდება 5 წელიწადში ერთხელ. 2016 წლის კვლევა გარდა ტესტირებისა, ითვალისწინებს ინტერნეტში მოცემული მასალის კითხვის უნარის შეფასებას, რადგან ინტერნეტი ინფორმაციის მიღების მნიშვნელოვანი წყარო ხდება როგორც სახლში, ასევე სკოლაში. 
აღნიშნული კვლევისთვის საქართველოში შეირჩა რამდენიმე სკოლა, მათ შორის ლანჩხუთის სასულიერო გიმნაზიის მე-4 კლასის მოსწავლეები. კვლევა ორდღიანი იყო და 5 და 6 მაისს ჩატარდა. კვლევაში გარდა მოსწავლეებისა ჩართული იყო სკოლის რექტორატი, მასწავლებელი და მშობლები, რომლებმაც შეავსეს მათთვის განკუთვნილ კითხვარები.

«    დეკემბერი 2023    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031