ტურნირში მონაწილეობა მიიღო 18 ეპარქიის 24 სასულიერო სასწავლებელმა.
ლანჩხუთის სასულიერო გიმნაზია ტურნირზე ყველაზე პატარა მოჭადრაკეებით დაკომპლექტებული გუნდით წარსდგა: 1-ლი დაფა - ლიკა იმნაძე (მე-9 კლასი), მე-2 დაფა - ირაკლი ტუღუში (მე-11 კლასი), მე-3 დაფა - გიორგი ფირცხალაიშვილი (მე-5 კლასი), მე-4 დაფა - გიორგი გიორგაძე (მე-6 კლასი), მე-5 დაფა - ლუკა ჩხაიძს (მე-6 კლასი) და მე-6 დაფა - გიორგი ჩხაიძე (მე-6 კლასი), მწვრთნელი ადამ ხუხუნაიშვილი. ჩვენმა მოჭადრაკეებმა ღირსეული მეტოქეობა გაუწიეს გამოცდილი მოჭადრაკეებით დაკომპლექტებულ გუნდებს და სამტრედიისა და ვანის სასულიერო გიმნაზიის გუნდებთან ერთად მე-3-მე-5 ადგილები გაიყვეს. მათ შორის თამაშობდნენ: ევროპის მოქმედი ჩემპიონი ნინო ხომერიკი - თბილისის წმ. ილია მართლის სკოლა, საქართველოს მოქმედი ჩემპიონი მაია ბეჭვაია - ზუგდიდის სასულიერო გიმნაზია (უნდა აღინიშნოს, რომ ზუგდიდის გუნდი მთლიანად ბეჭვაიების ოჯახის წარმომადგენლებით იყო დაკომპლექტებული). აღსანიშნავია ისიც, რომ სამტრედიის საჭადრაკო გუნდი მოამზადა მსოფლიო ჩემპიონმა ქალთა შორის მერი არაბიძემ.
ფესტივალი მე-11 წელია ტარდება. ის 2006 წელს "სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდისა" და "აკაკი რამიშვილის ფონდის – ტრადიცია და ინოვაცია"-ს მიერ დაარსდა. ზუგდიდში ფესტივალი ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტის ლოცვა-კურთხევით იმართება. ფესტივალის ორგანიზატორია ზუგდიდის წმ. გიორგის სახელობის სასულიერო გიმნაზია, მეორე დღე გიმნაზიელების მიერ ღვთისმ შობლის კვართის მოლოცვით დაიწყო. მოსწავლეებმა დაათვალიერეს დადიანის სახლ-მუზეუმი, რის შემდეგ გადაინაცვლეს კულტურის ცენტრში „ოდიში", სადაც გაიმართა სააღდგომო ნახატებისა და ნაკეთობების გამოფენა. ლანჩხუთიდან წარმოდგენილი 5 ნამუშევარი, პედაგოგი ნინო შველიძე, საჩუქრად გადაეცა ზუგდიდის გიმნაზიას. აქვე გაიმართა საზეიმო კონცერტი, რომელშიც მონაწილეობდა 18-ვე ეპარქიის სასულიერო სასწავლებლები, უნდა აღინიშნოს, რომ წელს საკმაოდ ძლიერი ნომრებით წარსდგნენ. დიდ ოვაციით შეხვდნენ ლანჩხუთის სასულიერო გიმნაზიის გამოსვლასაც. , რომელიც მეცხრე კლასის მოსწავლე დათო ჩხაიძემ ვაჟას ლექსით საკმაოდ ემოციურად დაიწყო და არჩილ კალანდაძის მოცეკვავეთა ანსამბლმა „ ივერთა" ტრიუმფით გააგრძელა. დღე სადღესასწაულო ტრაპეზით დასრულდა.


