საქართველოს საპატრიარქოს ლანჩხუთის წმ. იოანე ნათლისმცემლის სახელობის სასულიერო გიმნაზია

პატარა ინტელექტუალები ერთმანეთს გაეჯიბრნენ!

ავტორი: levani от 11-04-2024, 00:31
კლასის დამრიგებელმა, ნანა ლურსმანაშვილმა მოსწავლეებს სხვადასხვა თემატიკიდან მოუმზადა შეკითხვები. პატარებმა იმოგზაურეს მათთვის საყვარელი ზღაპრების სამყაროში, პასუხები მოძებნეს ბუნების, ქართული ენისა და ლიტერატურის, ასევე, მათემატიკის საგნებიდან.
თამაშისთვის პატარებს თავისი შეკითხვები მოუმზადეს საღვთო სჯულისა და ჭადრაკის მასწავლებლებმაც.
ბოლო აკორდი კი კაპიტნების ბლიც შეჯიბრი იყო...
შედეგიც თამაშის შესაფერისი გამოდგა - უკომპრომისო "დაპირისპირებამ", რომელიც გაჯერებული იყო ბევრი ემოციით, შეკითხვაზე სწორად გაცემული პასუხებით გამოწვეული სიხარულით და შეძახილით: "ეს პასუხი სწორია!", გამარჯვებული ვერ გამოავლინა. "ჭიამაიებმა" და "მხედრებმა" თანაბარი, 25-25 ქულა მოაგროვეს.
ნიჭის ზეიმი შედგა!
წარმატებები პატარა ინტელექტუალებს!
მადლობა მათ ამ სანახაობისთვის!

«    აპრილი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930