საქართველოს საპატრიარქოს ლანჩხუთის წმ. იოანე ნათლისმცემლის სახელობის სასულიერო გიმნაზია

გიმნაზიის ისტორია

ავტორი: levani от 10-07-2016, 18:29

ეპარქია - შემოქმედი

სასწავლებლის დასახელება - ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს ლანჩხუთის წმიდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის სასულიერო გიმნაზია

მისამართი - ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი, ქ. ლანჩხუთი, ჩხაიძის ქ. N 4

საკონტაქტო ინფორმაცია -

ტელ: 0(494) 22 30 40 - სკოლის

რექტორი- იოსები მიტრიპოლიტი შემოქმედელი - 599157767

პრორექტორი- დეკანოზი მირიან ფირცხალაიშვილი - 591204070

რექტორის მოადგილე სასწავლო დარგში - ლევან გიორგაძე - 599012065

დაწესებულების ელ-ფოსტა –lan.gimnazia@mail.ru  lan.gimnazia@gmail.com

დაწესებულების ვებ-გვერდი - www.gimnazia-lanchkhuti.ge

დაწესებულების ფეისბუკ-გვერდი - www.facebook.com/pages/ლანჩხუთის-წმ-იოანე-ნათლისმცემლის-სახელობის-სასულიერო-გიმნაზია

სასწავლებლის დაარსების თარიღი - 6 ივნისი 1996 წელი

დამფუძნებლები - იოსები მიტროპოლიტი შემოქმედელი

                                    რუსუდან ზენაიშვილი

რექტორი - იოსები მიტროპოლიტი შემოქმედელი (დაარსების დღიდან)

პრორექტორები -    დეკანოზი მირიან ფირცხალაიშვილი (2010 წლის სექტემბრიდან დღემდე)

                                    დეკანოზი სვიმეონ სვანიძე (1998-2010 წწ.)

                                    რუსუდან ზენაიშვილი (1996 წლიდან -გარდაცვალებამდე (2011 წ.)

გიმნაზიის მოძღვრები

დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე (2006-2007 წწ.)

დეკანოზი იოანე ორმოცაძე (2008-2015 წწ.)

მღვდელი გიორგი ცქიტიშვილი (2015 წელი)

მღვდელი გიორგი ტუღუში (2015 წლიდან დღემდე)

რექტორის მოადგილეები სასწავლო დარგში

ია ჩხაიძე (1996-1998 წწ.)

ანზორ წილოსანი (1996-2000 წწ.)

ლევან გიორგაძე (2011 წლიდან დღემდე)

ორგანიზატორები

ნანა ლურსმანაშვილი (2003 წლიდან დღემდე)

ინგა აფხაძე (2003 წლიდან დღემდე)

პედაგოგების რაოდენობა (დღეის მდგომარეობით) - 37

მოსწავლეთა რაოდენობა (დღეის მდგომარეობით) - 245

 

  ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს ლანჩხუთის წმიდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის სასულიერო გიმნაზია დაარსდა 1996 წელს შემოქმედელი მღვდელმთავრის იოსების ლოცვა-კურთხევით. გიმნაზიის დაარსების ინიციატორი გახლდათ რუსუდან ზენაიშვილი, რომელიც სიცოცხლის ბოლომდე (გარდაიცვალა 2011 წელს) ღირსეულად ემსახურებოდა მომავალი თაობის აღზრდის საქმეს. სასწავლებლის შექმნის დღიდან გიმნაზიის აღმშენებლობის საქმეში ფასდაუდებელი წვლილი მიუძღვის დეკანოზ სვიმეონ სვანიძეს, რომელიც თავდაპირველად სასწავლებელის მოძღვრად და გიმნაზიის წმ. თამარ მეფის ტაძრის მღვდლად, ხოლო მოგვიანებით, 1998 წლიდან მეუფე იოსების ლოცვა-კურთხევით,   გიმნაზიის პრორექტორად დაინიშნა.

 პირველ სასწავლო წელს ლანჩხუთის სასულიერო გიმნაზიამ მუშაობა დაიწყო ოთხი კლასით (დაწყებითი კლასები) და 36 მოსწავლით, რომლთა აღზრდასაც ემსახურებოდა 28 თამანშრომელი, მათ შორის 16 პედაგოგი. დღეისათვის გიმნაზიაში 12 სასწავლო და ერთი მოსამზადებელი (სკოლამდელი ასაკის) ჯგუფია. მოსწავლეთა რაოდენობა 245 შეადგენს, ხოლო პედაგოგებისა 37, რომელთაგან უმრავლესობა უფროსი მასწავლებლის სტატუსის მატარებელია. 

 სასწავლებლის გახსნის დღე, 1996 წლის 14 სექტემბერი, დღესასწაულად იქცა არა მარტო გიმნაზიისთვის, არამედ მთელი რაიონისათვის. საყოველთაო ნათლობა ჩატარდა მდინარე სუფსაზე. მრავალრიცხოვან და საპატიო სტუმართა შორის იყვნენ ბათუმისა და ლაზეთისა და ფოთის მღვდელმთავრები დიმიტრი (შიოლაშვილი) და გრიგოლი (ბერბიჭაშვილი) მრევლთან და სასულიერო პირებთან ერთად.

  2004-2005 სასწავლო წელს გიმნაზიამ პირველი კურსდამთავრებულები გამოუშვა.  2015-2016 სასწავლო წელი ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს ლანჩხუთის წმ. იოანე ნათლისმცემლის სახელობის სასულიერო გიმნაზიისთვის საიუბილეო იყო, გიმნაზიას შეუსრულდა 20 წელი. ამ ხნის განმავლობაში სასწავლებელმა მოახერხა და ღირსეული ადგილი დაიმკვიდრა ლანჩხუთის საგანმანათლებლო ოჯახში.  გიმნაზიამ 2009 წელს აიღო ლიცენზია, ხოლო  2012 წელს გაიარა ავტორიზაცია.  ჩვენი მოსწავლეები მონაწილეობენ და წარმატებებს აღწევენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და სხვადასხვა ორგანიზაციის მიერ გამოცხადებულ ოლიმპიადებში, პროექტებსა და კონკურსებში. კურსდამთავრებულები, რომელთა შორის ბევრია ოქროს და ვერცხლის მედალოსანი,  წარმატებით აბარებენ ერთიან ეროვნულ გამოცდებს და სწავლობენ საქართველოს სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში.

ლანჩხუთის სასულიერო გიმნაზიაში წლების განმავლობაში ხორციელდება სხვადასხვა სასკოლო პროექტი:

2002-2003 წლებში ხალხური შემოქმედების რესპუბლიკურ დათვალიერებაში გამარჯვება მოიპოვა სასულიერო გიმნაზიამ: ზეპირსიტყვიერებაში ნინო გალოგრემ (მოსწავლე) მიიღო ოქროს მედალი-მასწავლებელი თამარ ასკურავა, სიმღერაში  მეორე ადგილი და ვერცხლის მედლები მოიპოვა მომღერალთა გუნდმა, მასწავლებელი სოფო ჭელიძე; ცეკვაში ანსამბლმა „ივერთა" აიღო მესამე ადგილი და ბრინჯაოს მედლები, მასწავლებელი არჩილ კალანდაძე.

2003 წლის მაისში ლანჩხუთის სასულიერო გიმნაზიამ ჩაატარა მოსწავლეთა პირველი შემოქმედებითი კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ლანჩხუთის სკოლების მოსწავლეებმა, სხვა რაიონების  სასულიერო სასწავლებლებმა. ამავე დღეს რაიონის კულტურის სახლში  გაიმართა არქიმანდრიტ შიოს (გაბრიჭიძე) წიგნის პრეზენტაცია - ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიცია- „მერე შეხედავ დარიალაში არწივი ცაში როგორ აფრინდეს";

 2006 წელი  ლანჩხუთის ქართული ხალხური ცეკვების პირველ რაიონულ დათვალიერებაზე  დიპლომით დაჯილდოვდა ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლი „ივერთა", ქორეოგრაფი არჩილ კალანდაზე; მოსწავლეთა სამხატვრო კონკურსში „ჩემი კოლხეთი" მოსწავლეებმა მიიღეს სერთიფიკატები და მეორე ხარისხის პრემია. ამავე წლის 4 მაისს სასწავლებელში ჩატარდა მოსწავლეთა მეორე სასწავლო კონფერენცია. ასევე სასწავლებლის დაარსებიდან 10 წლის და წმ. თამარ მეფის ეკლესიის გახსნის 5 წლისთავთან დაკავშირებით გაიმართა კონფერენცია „სათნოება, სარწმუნოება და სიყვარული". გამომსვლელებს შორის იყვნენ: შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსები, დეკანოზი გიორგი ზვიადაძე, მღვდელ-მონაზონი დოსითეოზი (ახლა ბელგიისა და ჰოლანდიის  ეპისკოპოსი დოსითე (ბოგვერაძე), პროფესორი გრივერ ფარულავა, გაზეთ „მადლის" რედაქტორი გვანცა კოპლატაძე და სხვა. გაიმართა საიუბილეო კონცერტი.

 2006-2007 სასწავლო წელს ეთერში გავიდა სასკოლო რადიო „სამება". შეიქმნა მოსწავლეთა თვითმმართველობა, ჩამოყალიბდა კლუბები. სკოლის მოსწავლეები აქტიურად მიონაწილეობენ რაიონულ თუ რესპუბლიკურ ღონისძიებებში, კონკურსებსა და კონფერენციებში; მოსწავლეთა 61-ე და 62-ე შემოქმედებით კონფერენციაში მოპოვებული აქვთ პირველი და მეორე ხარისხის დიპლომები, ლიტერატურულ კონკურსში „ალუბლობა 2006" გაიმარჯვა 8-ე კლასის მოსწავლე თათია შანავამ, „წიგნიერი 2006" ში გაიმარჯვა თინათინ ჩხაიძემ. ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა „ივერთა"-ხელმძღვანელი არჩილ კალანდაძე ფესტივალზე „ბრავო 2005", „ზღვის ჰარმონია",  საერთაშორისო ფესტივლებზე ქ. ანკარასა და ქ. იალოვაში 2007 წელს მოიპოვა მედლები, პირველი ხარისხის დიპლომები და ლაურეატის წოდება.

 2008 წლის ივნისში  ბავშვთა საერთაშორისო ფრანგულენოვან ფესტივალში  „ოქროს ბატკანი" მონაწილეობა მიიღო სასულიერო გიმნაზიის თეატრალურმა დასმა, ხელმძღვანელი მანანა წილოსანი,  ახალგაზრდებმა ხუთ სხვადასხვა ნომინაციაში გაიმარჯვეს.

2008 წელს დაიწყო სასკოლო გაზეთ „გიმნაზიელის" გამოცემა, მანამდე, წლების მანძილზე გამოდიოდა გაზეთი „ნათლისმცემელი";

 2009-2010 სასწავლო წელს მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში, სასახლესთან არსებული „პიონერფილმის" 50 წლისთავთან დაკავშირებით გამართულ საერთაშორისო ფილმების კონო-ფესტივალზე გიმნაზიის ფილმი „ერთი დღე სამრევლო სკოლაში" დაჯილდოვდა საერთაშორისო პრიზით „ოქროს უნიკა". ოქტომბრის თვეში გიმნაზიამ უმასპინძლა პიონერფილმს. ჩატარდა 3 დღიანი ფესტივალი.

 2010-2011 და 2015-2016 სასწავლო წლებში  სასწავლებელის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს ზუგდიდის წმ. გიორგის სახელობის სასულიერო გიმნაზიის სააღდგომო ფესტივალებში. სისტემატურად მონაწილეობს კონკურსში „ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას", საპატრიარქოსა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გამოცხადებულ სხვადასხვა კონკურსში.

 სასულიერო გიმნაზიას დღემდე აქტიური ურთიერთობა აქვს არასამთავრობო სექტორთან, ჩეხური არასამთავრობო ორგანიზაცია PIN (ადამიანი გაჭირვებაში), „კივიტას გეორგიკა", ლანჩხუთის საინფორმაციო ცენტრი და სხვა. ამ ხნის მანძილზე განხორციელდა ბევრი პროექტი: გიმნაზიის რადიო, გაზეთი „გიმნაზიელი", თოჯინების თეატრი, დებატკლუბი და სხვა.

2009 წელს გიმნაზიაში დაარსდა თოჯინების თეატრი. მოეწყო რამდენიმე სპექტაკლის ჩვენება;

2010 წელს ჩატარდა  ფილმების რეგიონალური ფესტივალი, რომელშიც მონაწილეობა სხვადასხვა სკოლებმა მიიღეს;

 სკოლაში ფუნქციონირებს ხელოვნების, ჭადრაკისა და თეატრალური წრეები. მოსწავლეები სისტემატიურად იმარჯვებენ სხვადასხვა ხატვის კონკურსებში. ორწლიანი არსებობის მანძილზე სკოლის მოსწავლეების მიერ დადგმული იქნა პიესები: გურამ დოჩანაშვილის „კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა", დავით კლდიაშვილის „დარისპანის გასაჭირი" (რეჟისორი მაია ხოფერია - ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი) და ინგლისურენოვანი სპექტაკლი „მერი პოპინსი" (რეჟისორი ნანა ორმოცაძე ინგლისური ენის მასწავლებელი).

 ცალკე აღნიშვნის ღირსია ჭადრაკის წრის მოუშაობა და შედეგები. გიმნაზიელები სისტემატიურად მონაწილეობენ და იმარჯვებენ სხვადასხვა რეგიონალურ, რესპუბლიკურ და საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალებში, რომ არაფერი ვთქვათ რაიონულ პირველობებში, სადაც გამარჯვებულები და პრიზიორები გიმნაზიელები არიან. აღსანიშნავია, რომ ორი მოსწავლე: ლიკა იმნაძე (მე-10 კლასი) და მარიამ ჩხაიძე (მე-5 კლასი) არიან FIDE-ს (მსოფლიო საჭადრაკო ფედერაცია) რეიტინგის მფლობელები.

 

 

გიმნაზიის ისტორია გიმნაზიის ისტორია გიმნაზიის ისტორია გიმნაზიის ისტორია
გიმნაზიის ისტორია
გიმნაზიის ისტორია
გიმნაზიის ისტორია
გიმნაზიის ისტორია
გიმნაზიის ისტორია
გიმნაზიის ისტორია
გიმნაზიის ისტორია
გიმნაზიის ისტორია
გიმნაზიის ისტორია

გიმნაზიის ისტორია
გიმნაზიის ისტორია
გიმნაზიის ისტორია
გიმნაზიის ისტორია
გიმნაზიის ისტორია
გიმნაზიის ისტორია
გიმნაზიის ისტორია

«    აპრილი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930