საქართველოს საპატრიარქოს ლანჩხუთის წმ. იოანე ნათლისმცემლის სახელობის სასულიერო გიმნაზია

პატარა ინტელექტუალები ერთმანეთს გაეჯიბრნენ!

მართლმადიდებლურ სკოლაში გრძელდება ინტელექტუალური თამაშების სერია.
ამჯერად, ერთმანეთის წინაშე წარსდგა სკოლის მეორე კლასის მოსწავლეებისგან შექმნილი ორი გუნდი: "ჭიამაიები" და "მხედრები".

მართლმადიდებლურ სკოლას თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები სტუმრობდნენ

მართლმადიდებლურ სკოლას თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები სტუმრობდნენ
 
2 აპრილს მართლმადიდებლურ სკოლაში სტუმრად იმყოფებოდნენ თავდაცვის სამინისტროს სენაკის მე-2 ბრიგადის წარმომადგენლები.

რა არის ფეხბურთი?!

რა არის ფეხბურთი?!

ბურთი... სტადიონი...

ჩხაიძემ ბურთი გადააწოდა ასკურავას. ასკურავამ - წულაძეს. წულაძემ - ვანაძეს. ვანაძემ - გოგოლაძეს. იმან კიდევ გოგუაძეს. გოგუაძემ თავისი შესანიშნავი ფინტებით მოატყუა ერთი, მოატყუა ორი, მოატყუა სამი. დარტყმა და ... თავდიშვილი კარში ტყუილად კი არ დგას!

ამის მერე, ყველაფერი თავიდან იწყება. გულშემატკივრებით სავსე დარბაზში ისმის ყიჟინა გამაყრუებელი, ოვაციაც ისმის და გატანილი, თუ ვერგატანილი გოლის შემდეგ აპლოდისმენტები, რომლებიც ხან გამტანს ეკუთვნის და ხან გოლკიპერს!


დედის დღე მართლმადიდებლურ სკოლაში

დედის დღე მართლმადიდებლურ სკოლაში

2024 წლის 3 მარტს მართლმადიდებლური სკოლაში, საღამო ხანს საოცარი ფუსფუსი იყო.პირველი კლასის მოსწავლეებმა,მამებმა და მასწავლებელმა დედებს დედის დღე მიულოცეს. ლექსებით, სიმღერებით, მათი პატარა ხელებით და სიყვარულით სავსე გულებით დამზადებული ბარათებით გაახარეს დედები.

იყო ემოციები დედების მხრიდან.დიდი სითბო და სიყვარული იყო მთელი საღამოს თანმდევი.ზეიმის ბოლოს მამებმა მეუღლეებს ვარდებით მიულოცეს ეს შესანისნავი დღესასწაული.


ქეთი ზენაიშვილი საქართველოს ჩემპიონია!

ქეთი ზენაიშვილი საქართველოს ჩემპიონია!

სპორტული კარატეს ფედერაციის ეგიდით გორის სპორტის სასახლეში საქართველოს ჩემპიონატი ჩატარდა. ტურნირზე ჩვენი ქვეყნის ყველა რეგიონიდან 400-ზე მეტი მონაწილე გამოვიდა. შეჯიბრებები როგორც გოგონებში, ასევე ვაჟებში გაიმართა.

მართლმადიდებლური სკოლის მე-7 კლასის მოსწავლემ ქეთი ზენაიშვილმა პირველობა არავის დაუთმო და 12-13 წლიან გოგონებს შორის გახდა საქართველოს ჩემპიონი კარატე-კუმიტეში.

ვულოცავთ ქეთის ამ დიდ წარმატებას!

ჩემპიონო, წინ ევრიოპა და მსოფლიო გელოდება!


„ციტიუს, ალტიუს, ფორტიუს” - სწრაფად, მაღლა, ძლიერად

„ციტიუს, ალტიუს, ფორტიუს” - სწრაფად, მაღლა, ძლიერად
"ჩვენი საქართველოს"-ს V კლასის სახელმძღვანელოში ერთი საგაკვეთილო თემა ძველ ქართულ თამაშობებს ეძღვნება. ამიტომ საგნის მასწავლებლის, ლევან გიორგაძის და სპორტის პედაგოგების დავით გოგიჩაიშვილისა და იოსებ ჩაგანავას ინიციატივით და პატარების მონაწილეობით ერთ-ერთი სათამაშო სახეობა "ლახტი" გავაცოცხლეთ.
29 თებერვალს დილიდანვე ჟრიამული იყო მეხუთეკლასელთა საკლასო ოთახში - ბავშები თამაშისთვის აუცილებელი "იარაღით", ქამრებით იყვნენ მობილიზებულები და ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ მოგება-წაგების "მუქარით". მალევე ვნებათაღელვამ სკოლის სპორტულ დარბაზში გადაინაცვლა. თავდაპირველად პატარებს ჩაუტარდათ ინსტრუქტაჟი თამაშის წესების შესახებ და მერე დაიწყო ყიჟინი, რომელმაც ყურთასმენა მთლიანად "დაატყვევა". აუცილებლად უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ ამ, მართლაც რთულ თამაშს გოგონებმა არანაკლები ალღო აუღეს და ისეთი ლახტის ცემა დასცხეს, თქვენგან მოწონებული.
ბევრი იხმაურეს, იყვირეს, იცინეს, ცოტა კოჭ-წვივებიც "დაუწითლეს" ერთმანეთს და ამასობაში გაკვეთილის დამთავრების ზარიც გაისმა...
შეიძლება ითქვას, რომ დღემ და გაკვეთილმა თავისი სათქმელი თქვეს - კარგა ხნის დავიწყებული ქართული ხალხური თამაში გაცოცხლდა ლანჩხუთის მართლმადიდბლური სკოლის კედლებში!

რა? სად? როდის? - ზამთრის შიდა საკლასო ჩემპიონატი

რა? სად? როდის? - ზამთრის შიდა საკლასო ჩემპიონატი

დასრულდა ზამთრის შიდა საკლასო ჩემპიონატი ინტელექტუალურ თამაშში ,,რა? სად? როდის?" პირველად მეშვიდე კლასის გუნდები: ,,ტვინიკოსები" ,,ზომბები" და ,,ინტელექტის დევები" შეხვდნენ ერთმანეთს.

გუნდებს თავად ჰქონდათ მომზადებული შეკითხვები მოწინაღმდეგეებისთვის, რომელსაც წამყვანი, ლევან გიორგაძე კითხულობდა.


საქართველო - ღვთისმშობლის წილხვდომილი ქვეყანაა

 

 საქართველო - ღვთისმშობლის წილხვდომილი ქვეყანაა

27 თებერვალს ლანჩხუთის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის მართლმადიდებლურ სკოლას ეწვია თეოლოგი აკაკი მინდიაშვილი. სტუმარმა სკოლის სააქტო დარბაზში შეკრებილ მოსწავლეებსა და მასწავლებლებს სალექციო თემა „საქართველო ღვთისმშობლის წილხვდომილი" წაუკითხა. შეხვედრას ესწრებოდნენ ლანჩხუთის ტაძრების მოძღვრები.

წაღვერი 2024.

 

 წაღვერი 2024.

 

ბავშვთა რესპუბლიკურ ფესტივალში ,,ზამთრის რითმები" აქტიური და წარმატებული მონაწილეობისთვის ანსამბლ ,, ივერთა" ს და ქორეოგრაფ არჩილ კალანდაძეს ვულოცავთ ფესტივალის პრიზს და დიპლომებს.

არაერთხელ გისახელებიათ ჩვენი სასწავლებელი და მომავალშიც წარმატებებს გისურვებთ!

მართლმადიდებლურ სკოლაში ინტელექტუალური თამაშები გრძელდება

მართლმადიდებლურ სკოლაში ინტელექტუალური თამაშები გრძელდება
 

დღეს მეცხრეკლასელი ინტელექტუალები შეეჯიბრნენ ერთმანეთს. წამყვანის საკმაოდ რთულ შეკითხვებს მოსწავლეებმა კარგად გაართვეს თავი. თამაშის წარმათვაში ტრადიციულად მეთერთმეტე კლასი დაეხმარა უფროსებს. ბავშვებმა რთული რაუნდის თუ კაპიტნების თამაშისას ბევრი თემის ცოდნა გამოავლინეს, თუმცა ყველა თამაშს ყავს მოგებული და წაგებული. აქაც მცირე უპირატესობით გუნდმა ,, ლანჩხუთელი ფილოსოფოსები " მოიპოვა პირველობა. მეტოქე გუნდმა ,, OWLS" კი ღირსეულლად აღიარა მეგობრების წარმატება



Назад Вперед
Наверх

«    აპრილი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930