საქართველოს საპატრიარქოს ლანჩხუთის წმ. იოანე ნათლისმცემლის სახელობის სასულიერო გიმნაზია

ვემშვიდობებით გიმნაზიის მოჭირნახულეს!

ავტორი: levani от 14-08-2020, 20:01
84 წლის ასაკში მარადიულ სასუფეველში გადავიდა დიდი მეცნიერი, დიდი პიროვნება, ძველი ქართული მწერლობის ცნობილი მკვლევარი, ბატონი გრივერ ფარულავა. ბატონი გრივერი დააკლდება არა მხოლოდ მის ოჯახსა და ახლობლებს, არამედ მთელ ქართულ საზოგადოებას, რომელიც კარგად უნდა იცნობდეს მის ნაშრომებს, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანი და საჭორია ჩვენი ეროვნული თვითშეგნების ასამაღლებლად.
ქართულ საზოგადოებას დააკლდა კიდევ ერთი ადამიანი, გამორჩეული პიროვნული ღირებულებებით.
ჩვენ, ლანჩხუთის სასულიერო გიმნაზიას გქვონდა ბედნიერება ბატონ გრივერთან ურთიერთობისა, ის გიმნაზიის დაარსების დღიდან იდგა ჩვენ გვერდით, მისი ხელმძღვანელობით და მონაწილეობით არაერთი ძვირფასი ღონისძიების მომსწრე გამხდარა გიმნაზიის სასკოლო საზოგადოება და ლანჩხუთი. ყველა თანამშრომლისა და მოსწავლისათვის ვინც მას ვიცნობდით ბატონი გრივერი დარჩება როგორც ზნეობრივი მაგალითი, დიდი ადამიანი, გასაოცარი თავმდაბლობითა და დიდი შინაგანი ძალით.
ლანჩხუთის სასულიერო გიმნაზია დიდ პატივს მიაგებს მის ნათელ ხსოვნას.

«    დეკემბერი 2023    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031