საქართველოს საპატრიარქოს ლანჩხუთის წმ. იოანე ნათლისმცემლის სახელობის სასულიერო გიმნაზია

ნანა ალექსანდრიას ტურნირის გამარჯვებულები

ავტორი: levani от 31-07-2017, 16:44

მარიამ ჩხაიძე წლებია თამაშობს ჭადრაკს და უკვე (მიუხედავად მისი ასაკისა) დიდ გამოცდილებას ფლობს. ყველა ტურნირში სპეციალისტები მისგან მაღალ შედეგებს ელიან და მარიამიც ამართლებს მათ მოლოდინებს და მწვრთნელის, ადამ ხუხუნაიშვილის იმედებს. ამჯერად მარიამმა 10 წლიან გოგონებში მეორე საპრიზო ადგილი და ფულადი ჯილდო მოიგო. დაჯილდოვდა ადამ მასწავლებელიც. "წლებია გამოვდივართ ამ მეტად პრესტიჟულ საჭადრაკო ფესტივალზე. წელს მოპოვებული გამარჯვება სასიხარულოა იმითაც, რომ ასეთი შედეგისთვის ლანჩხუთის საჭადრაკო სკოლის მოსწავლეებისაგან არავის მიუღწევია. შედეგით ძალიან კმაყოფილი ვარ. გოგონებმა ხარისხიანად ითამაშეს და დამსახურებულად გაიმარჯვეს"- აღნიშნა ადამ ხუხუნაიშვილმა.

თუ მარიამისაგან განებივრებული ვართ, ლილესთვის ეს შედეგი პირველი და ძალიან ლამაზი პარტიებით მოგებული თამაშების დამსახურებაა. 7 წლის მოჭადრაკემ, რომელიც ერთი წელია ვარჯიშობს მხოლოდ, რამდენიმე გამორჩეული თამაშით, დიდოსტატის დონეზე გაკეთებული სვლებით დაამახსოვრა თავი ტურნირის ორგანიზატორებს. ლილე ფირცხალაიშვილმა 8 წლიან გოგონებს შორის პირველი ადგილი დაიკავა!

გიმნაზია ულოცავს გამარჯვებულებს, ულოცავს მშობლებს და ულოცავს და განსაკუთრებულ მადლიერებას გამოხატავს ადამ ხუხუნაიშვილის მიმართ. ეს შედეგი დიდი და თავდაუზოგავი შრომის დამსახურებაა!

ნანა ალექსანდრიას ტურნირის გამარჯვებულები

«    აპრილი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930