საქართველოს საპატრიარქოს ლანჩხუთის წმ. იოანე ნათლისმცემლის სახელობის სასულიერო გიმნაზია

2018-2019 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის საბოლოო შედეგები

ავტორი: levani от 25-04-2019, 14:17

დასრულდა 2018-2019 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადა, რომელშიც საქართველოს ყველა ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა მონაწილეობდა. სასულიერო გიმნაზიის მოსწავლეების ლიზა ახალაძისა და მარიამ ორმოცაძის წარმატების შესახებ ადრეც ვწერდით. ბავშვებმა მონაწილეობა მიიღეს დასკვნით, საფინალო ტურში ფრანგულ ენაში. დღეს ცნობილი გახდა, რომ ლიზა ახალაძემ საქართველოს მაშტაბით მესამე ადგილი მოიპოვა და მისი ამ დიდი წარმატების შედეგი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გამოცდებისა და შეფასების ეროვნული ცენტრის ვებ გვერდზე აისახა. ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს ლანჩხუთის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის სასულიერო გიმნაზია 2018-2019 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის შედეგების საფუძველზე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების რეიტინგული სიის მესამე პოზიციაზეა.

უდაოდ დიდი წარმატება ლიზა ახალაძისა და მისი ფრანგული ენის მასწავლებლის მანანა წილოსანის შრომის შედეგია. ვულოცავთ მათ და ვულოცავთ მთელ სასწავლებელს ამ გამარჯვებას.

«    ივნისი 2023    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930 

პოპ.სიახლეები