საქართველოს საპატრიარქოს ლანჩხუთის წმ. იოანე ნათლისმცემლის სახელობის სასულიერო გიმნაზია

ვულოცავთ!

ავტორი: levani от 4-09-2016, 22:25

გვინდა დიდი სიხარულით გაცნობოთ, რომ ჩვენი რაიონის მკვიდრმა ფიქრია ფირცხალაიშვილმა, რომელმაც ჯერ წარმატებით ჩააბარა ერთიანი ეროვნული გამოცდები (100%-იანი სახელმწიფო დაფინანსებით) და ასევე წარმატებით დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირებისა და მართვის ფაკულტეტი, ამჯერად თავისი შესაძლებლობები მოსინჯა 2016 წლის ერთიან სამაგისტრო გამოცდებზე და როგორც მოსალოდნელი იყო, დიდი წარმატებითაც: საქართველოს მასშტაბით ფიქრია ყველაზე რთულ (B კატეგორიის) ტესტში დაფიქსირებული შედეგების მიხედვით საუკეთესო ხუთეულში მოხვდა. ნაჩვენები შედეგი ავტომატურად 100%-იან სახელმწიფო დაფინანსებას (გრანტს) ითვალისწინებს. ფიქრია ფირცხალაიშვილმა 2012 წელს დაამთავრა ლანჩხუთის წმ. იოანე ნათლისმცემლის სახელობის სასულიერო გიმნაზია. ვულოცავთ ფიქრიას და მის ოჯახს ამ დიდ წარმატებას!

«    ივნისი 2023    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930 

პოპ.სიახლეები