საქართველოს საპატრიარქოს ლანჩხუთის წმ. იოანე ნათლისმცემლის სახელობის სასულიერო გიმნაზია

გიმნაზიის მისია

ავტორი: levani от 17-06-2016, 10:42
ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს ლანჩხუთის წმიდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის სასულიერო გიმნაზიის (შემდგომში სასულიერო გიმნაზია)  დანიშნულებაა მისცეს მოსწავლეებს დაწყებითი, საბაზო და საშუალო განათლება. ამავდროულად, ხელმძღვანელობს  რა,  საქართველოს კონსტიტუციით, კანონით "ოგადი განათლების შესახებ" და „საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებლურ ეკლესიას შორის კონსტიტუციური შეთანხმებით", სასულიერო გიმნაზია ცდილობს, აღზარდოს მომავალი თაობა ქრისტიანული ღირებულებების შესაბამისად და მათი საშუალებით, ხელი შეუწყოს ამ ღირებულებების გავრცელებას საზოგადოებაში. რადგან, მიგვაჩნია, რომ მართლმადიდებლობა არის ერთადერთი, ჭეშმარიტი გზა ადამიანის სულის გადარჩენისა და ამავდროულად, მყარი საფუძველი სახელმწიფოებრიოებისა და ეროვნული ღირებულებების წარმოჩენისა.

«    აპრილი 2023    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930

პოპ.სიახლეები