იუბილარი კი ერთ-ერთი მოსწავლე ყოფილიყო, რომლის დაბადების დღე გაკვეთილის ჩატარების თარიღს დაემთხვა. ამიტომ, სათანადოდ მოემზადნენ: დაამზადეს ლამაზი, ჭრელა-ჭრულა ქუდები, გამოჭრეს ფერადი მისალოცი ბარათები, რომლებიც საკუთარი ხელით გაალამაზეს, მოხატეს, გამოაცხვეს „უზარმაზარი ტორტი", შეკრიბეს ყველა საჭირო ნივთი და დაუვიწყარი დაბადების დღე გადაიხადეს ინგლისურ ენაზე. თამარ მასწავლებელი ამ „წვეულების" ორგანიზატორი იყო.
რამდენად ლამაზი და ხალიასიანი გამოვიდა გაკვეთილი, ამას ფოტო კოლაჟიდანაც მიხვდებით.