საქართველოს საპატრიარქოს ლანჩხუთის წმ. იოანე ნათლისმცემლის სახელობის სასულიერო გიმნაზია

საფეხბურთო ზეიმი შედგა!

ავტორი: levani от 2-04-2018, 00:12

სასულიერო გიმნაზია, ქალაქის N1, N2 და N3, აკეთის, ხაჯალიის, ნინოშვილის, შუხუთის და ახალსოფლის სკოლები. ტურნირის პირველ დღეს გაირკვა ნახევარფინალისტების ვინაობა, რომელიც იმავე დღეს გაიმართა. სასულიერო გიმნაზიამ პირველი საჯარო სკოლა დიდი ანგარიშით 8-1 დაამარცხა და პირველი ფინალისტიც გახდა. მეორე ნახევარფინალში N3 საჯარო სკოლის გუნდმა დაძაბულ ბრძოლაში მოუგო ხაჯალიის გუნდს ანგარიშით 4-2.

1 აპრილს კი გულშემატკივრით გადაჭედილ დარბაზში ორი მატჩი შედგა - ჯერ მესამე ადგილისათვის პირველი საჯარო სკოლის გუნდმა იოლად სძლია ხაჯალიას, ხოლო მეორე თამაში ფინალური იყო. ერთმანეთის წინაშე წარსდგნენ ტურნირის ფავორიტები სასულიერო გიმნაზია და N3 საჯარო სკოლა.

თავშიც აღვნიშნეთ და ახლაც გავიმეორებთ, რომ ეს იყო საფეხბურთო ზეიმი. თამაშის დამთავრების მერე ყველა, დიდი თუ პატარა, სპეციალისტი, თუ რიგითი გულშემატკივარი, ერი თუ ბერი ერთხმად აღიარებდა, რომ თამაში, თავისი საფინალო დაძაბულობით, ხარისხით, ემოციით, გატანილი გოლებით, მეკარეების და მინდვრის მოთამაშეების თავდადებული გარჯით, დრამით, სიხარულით თუ ცრემლებით, გულშემატკივართა ჩართულობით და ბოლოს დანიშნული პენალტების სერიით, მართლაც სანახაობრივი და მაგარი გამოვიდა. ძირითადმა დრომ გამარჯვებული ვერ გამოავლინა. ნიკა კვაჭაძის (სასულიერო გიმნაზია) დუბლს მე-3 საჯარო სკოლამ საბა ცანავას და საბა ჩხაიძის გოლებით უპასუხა. ფინალის კულმინაცია კი საფეხბურთო ლატარიამ, თერთმეტმეტრიანების სერიამ დაასრულა, რომელშიც მესამესკოლელებმა იმარჯვეს და დამსახურებულად მოიპოვეს „გიმნაზიის თასის" პირველი ოქროს მედლები. მეორე ადგილი სასულიერო გიმნაზიამ, ხოლო მესამე პირველმა სკოლამ გადაინაწილეს.

ლამაზი დღე სასიამოვნო პროცესით დასრულდა. მოეწყო გამარჯვებულების და ნომინაციებში გამორჩეული ფეხბურთელების დაჯილდოება. საპრიზო ადგილზე გასული გუნდებისთვის მედლები, სიგელები და თასები მუნიციპალიტეტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურმა დააწესა, ხოლო ნომინანტები სხვადასხვა ორგანიზაციებმა დააჯილდოეს. მაშ ასე, ტურნირის საუკეთესო მცველად დასახელდა ნიკოლოზ კუკულაძე (სასულიერო გიმნაზია), რომელიც დაჯილდოვა „გურია TODAY"-ის რედაქტორმა მამუკა ქანთარიამ. საუკეთესო მეკარის პრიზი გადაეცა მესამესკოლელ ტარიელ ხუტაშვილს, პრიზი დააწესა და ნომინანტს გადასცა მუნიციპალიტეტის სპორტული ცენტრის დირექტორმა გოჩა ლომაძემ. ტურნირის ბომბარდირი 9 გატანილი გოლით გახდა სასულიერო გიმნაზიის მოსწავლე ნიკა კვაჭაძე, რომლისთვისაც პრიზები გაზეთებმა „ჰო და არამ" და „გურია NEWS"-მა დააწესეს. ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზი კი საბა ცანავას (მე-3 სკოლა) საფეხბურთო კლუბ „ლანჩხუთის გურიას" სპორტულმა დირექტორმა გიორგი ჯორბენაძემ გადასცა. მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, ბატონმა ბესიკ ტაბიძემ ასევე დააჯილდოვა ხაჯალიის საჯარო სკოლის სპორტი მასწავლებელი ბატონი ზურაბ დიასამიძე, რომელსაც დღევანდელ დღეს პედაგოგიური მოღვაწეობის 50 წლის იუბილე ჰქონდა. საკრებულოს თავმჯდომარემ და მუნიციპალიტეტის მერმა, ბატონმა ალექსანდრე სარიშვილმა გამარჯვებულ გუნდებს მედლები და თასები გადასცეს.
საფეხბურთო ზეიმი შედგა!
საფეხბურთო ზეიმი შედგა!
საფეხბურთო ზეიმი შედგა!
საფეხბურთო ზეიმი შედგა!
საფეხბურთო ზეიმი შედგა!
საფეხბურთო ზეიმი შედგა!
საფეხბურთო ზეიმი შედგა!
საფეხბურთო ზეიმი შედგა!
საფეხბურთო ზეიმი შედგა!
საფეხბურთო ზეიმი შედგა!
საფეხბურთო ზეიმი შედგა!
საფეხბურთო ზეიმი შედგა!
საფეხბურთო ზეიმი შედგა!
საფეხბურთო ზეიმი შედგა!
საფეხბურთო ზეიმი შედგა!
საფეხბურთო ზეიმი შედგა!
საფეხბურთო ზეიმი შედგა!
საფეხბურთო ზეიმი შედგა!
საფეხბურთო ზეიმი შედგა!
საფეხბურთო ზეიმი შედგა!
საფეხბურთო ზეიმი შედგა!
საფეხბურთო ზეიმი შედგა!
საფეხბურთო ზეიმი შედგა!
საფეხბურთო ზეიმი შედგა!
საფეხბურთო ზეიმი შედგა!
საფეხბურთო ზეიმი შედგა!
საფეხბურთო ზეიმი შედგა!
საფეხბურთო ზეიმი შედგა!
საფეხბურთო ზეიმი შედგა!
საფეხბურთო ზეიმი შედგა!
საფეხბურთო ზეიმი შედგა!
საფეხბურთო ზეიმი შედგა!
საფეხბურთო ზეიმი შედგა!
საფეხბურთო ზეიმი შედგა!
საფეხბურთო ზეიმი შედგა!
საფეხბურთო ზეიმი შედგა!
საფეხბურთო ზეიმი შედგა!
საფეხბურთო ზეიმი შედგა!
საფეხბურთო ზეიმი შედგა!

«    აპრილი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930