საქართველოს საპატრიარქოს ლანჩხუთის წმ. იოანე ნათლისმცემლის სახელობის სასულიერო გიმნაზია

შემოდგომის ფუსფუსი ჩვენს ეზოში

პირველკლასელთა საშემოდგომო განწყობა

განძის მაძიებლები

პროექტი განხორციელდა სასულიერო გიმნაზიის მე-5 კლასის მოსწავლეებისა და მასწავლებლებისმონაწილეობით.

პროექტის ხელმძღვანელი: ლევან გიორგაძე - "ჩვენი საქართველო"-ს მასწავლებელი,კლასის დამრიგებელი

მოგზაურობა ა ნ ბ ა ნ ე თ შ ი

მოგზაურობა ა ნ ბ ა ნ ე თ შ ი

გიმნაზიის პირველკლასელებმა ჯადოსნური გასაღებით

ა ნ ბ ა ნ ე თ შ ი იმოგზაურეს!!!

პირველი ასო-ბგერის გაცნობა, პირველი სიტყვისა და პირველი წინადადების წაკითხვა, პირველი ასოების დაწერა-ეს იმდენად სასიხარულო და ამაღელვებელიაღმოჩნდა, რომ დაუვიწყარი შთაბეჭდილება დატოვა თითოეულ მოსწავლეზე

გ ი ლ ო ც ა ვ თ!

ლანჩხუთის სასულიერო გიმნაზიის ქორეოგრაფიული ანსამბლის ,,ივერთა" მორიგი წარმატება!

ლანჩხუთის სასულიერო გიმნაზიის ქორეოგრაფიული ანსამბლის ,,ივერთა" მორიგი წარმატება!
 

დიპლომები საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირის ფესტივალ ,,რაბათის გაზაფხული 2022" -სა და ბათუმის საერთაშორისო სიმღერის და ცეკვის ფესტივალ-კონკურსში ,,ხელოვნება საზღვრებს გარეშე".

გილოცავთ!


გიმნაზიის მედალოსნები

 
 გიმნაზიის მედალოსნები

 
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის და საკრებულოს ორგანიზებით მოეწყო 2021-2022 სასწავლო წლის წარჩინებული მოსწავლეების დაჯილდოება.

გიმნაზიის 2020-2021 სასწავლო წლის კურსდამთავრებულები

გიმნაზიის 2020-2021 სასწავლო წლის კურსდამთავრებულებიtest
 
 
ეს ლამაზი და სიმპატიური გოგო-ბიჭები ჩვენი გიმნაზიის 2020-2021 სასწავლო წლის კურსდამთავრებულები არიან ❤
ნიკა, ლუკა, თედო, ნიკა, გიორგი, თიკა, თიკო, ირინა, ლიკა, ლევანი, გოგა, გიორგი, გიორგი, საბა, მარიამი - ჩვენი ქვეყნის მომავალი ხართ!
ახალგაზრდებო, თქვენ ახალ ცხოვრებას იწყებთ, ახალი გამოწვევებით და საინტერესო იდეებით!
გილოცავთ სტუდენტობას!
გფარავდეთ დედა ღვთისმშობელი!
❤ ❤ ❤
დიდი სიყვარულით,
სასულიერო გიმნაზიის მასწავლებლები და ყველა თანამშრომელი

გიორგი გიორგაძე - საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონის“ გამარჯვებული!

პირველ ივლისს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონის" ლანჩხუთის დისტანციური კონკურსის ფარგლებში, 2021 წლის „ლანჩხუთის ეტალონი მოსწავლე" გამოვლინდა.

წელს ეს ტიტული ლანჩხუთის წმ. იოანე ნათლისმცემლის სახელობის სასულიერო გიმნაზიის XI კლასის მოსწავლე გიორგი გიორგაძემ მოიპოვა.

 

გიორგი გიორგაძე - საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონის“ გამარჯვებული!

ვემშვიდობებით გიმნაზიის მოჭირნახულეს!

ვემშვიდობებით გიმნაზიის მოჭირნახულეს!

84 წლის ასაკში მარადიულ სასუფეველში გადავიდა დიდი მეცნიერი, დიდი პიროვნება, ძველი ქართული მწერლობის ცნობილი მკვლევარი, ბატონი გრივერ ფარულავა.

სასულიერო გიმნაზიის მეორე კლასი - 2019-2020 სასწავლო წელი

ჩემო პატარა მეგობრებო!
სწრაფად გაირბინა სასწავლო წელმა... ძიების, ანალიზის, განსჯის და ფიქრის კიდევ ერთმა წელმა... მეამაყება თქვენთან გატარებული თითოეული საათი... პაექრობით, დაზავებითა და არგუმენტებით გაჯერებული მოსაზრებები... როგორ კარგად მსჯელობთ, როგორ აზროვნებთ, როგორ შეგიძლიათ ერთ პატარა სიტყვაზე მთელი ამბის აგება, ზღაპრების შექმნა, როგორ გტკივათ და გახარებთ თქვენი თანატოლების ტკივილი და სიხარული. თქვენ, მე ყოველ დღე მახარებდით, გმადლობთ ყველაფრისათვის... მიყვარხართ, მეამაყებით, გეფერებით!
სიყვარულით,
ნანა მასწავლებელი

 

 

გიმნაზიამ გამარჯვებულები დააჯილდოვა!

გუშინ, 28 თებერვალს გიმნაზიის რექტორატმა დააჯილდოვა მუნიციპალიტეტის საჭადრაკო ტურნირში გამარჯვებულები. სასწავლებლის სამმა მოთამაშემ წარმატებით იასპარეზა რაიონულ შეჯიბრში და მოიპოვა დამსახურებული პიველი ადგილი.
 
გიმნაზიამ გამარჯვებულები დააჯილდოვა!

«    აპრილი 2023    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930

პოპ.სიახლეები