საქართველოს საპატრიარქოს ლანჩხუთის წმ. იოანე ნათლისმცემლის სახელობის სასულიერო გიმნაზია

რა? სად? როდის?

ავტორი: levani от 17-12-2023, 00:37

გიმნაზიის მე-6 კლასის მოსწავლეები ერთმანეთს ინტელექტუალურ თამაშში "რა? სად? როდის?" გაეჯიბრნენ.

ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის ინიციატივით და მოსწავლეების აქტიური ჩართვით შეიკრიბა და შეირჩა შეკითხვები, რომლებიც გუნდის კაპიტნებმა ერთმანეთს დაუსვეს. კითხვები მომზადებული ჰქონდა მასწავლებელსაც.

ოთხ გუნდად დაიყვნენ მეექვსე კლასელები. ოთხ რაუნდში შეეჯიბრნენ ერთმანეთს. ერთმა გუნდმა მოიგო, დანარჩენებმაც კარგად ითამაშეს, მაგრამ...

წარმატებებს ვუსურვებთ პატარა ინტელექტუალებს: დავით ჩხაიძეს, დავით გიორგაძეს, გაბრიელ გოგუაძეს, თორნიკე გოგოლაძეს, ნიკოლოზ ორაგველიძეს, გაბრიელ ხინთიბიძეს, მათე ქავზინაძეს, ცოტნე ხოფერიას, ლუკა ნიკოლაიშვილს, ირაკლი დოლიძეს, ნატალი წანაწყენაშვილს, მარიამ ჩხაიძეს, დიმიტრი გვარჯალაძეს, ამირან ჯორბენაძეს, ნათია ჯორბენაძეს, ნინო წულაძეს, ბარბარე ბერიძეს, ქრისტინე ხუხუნაიშვილს, ბარბარე მშვიდობაძეს, ომარ ჯანელიძეს, ნიკა კვაჭაძეს და ნიკა ვანაძეს!

 
რა? სად? როდის?
რა? სად? როდის?
რა? სად? როდის?

«    მაი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031