დღეს, 14 მაისს წმ. კეთილმსახური მეფის ხსენების დღეს სასულიერო გიმნაზიის ტაძარში წირვა აღევლინა
3-4 მაისს ზუგდიდი წმ. გიორგის სახელობის სასულიერო გიმნაზიამ ტრადიციულ სააღდგომო ფესტივალს უმასპინძლა. პირველი დღე მთლიანად საჭადრაკო ტურნირს დაეთმო. როგორც გიმნაზიის დირექტორმა ქალბატონმა მანანა ნაჭყებიამ განაცხადა: საჭადრაკო ტურნირი ჩვენი ქვეყნის სასიქადულო მამულიშვილისა და ზუგდიდის მკვიდრის, მსოფლიოს 5-გზის ჩემპიონს, ქალბატონ ნონა გაფრინდაშვილის იუბილეს მიძღვნა, რომელსაც დედაქალაქში ვარსკვლავი გაუხსნეს იმავე დღეს.
საგანმანათლებლო მიღწევების შეფასების საერთაშორისო ასოციაცია (IEA) 1959 წლიდან ატარებს კვლევებს სხვადასხვა ქვეყნის ( 50-ზე მეტი ქვეყანა) მოსწავლეების მიღწევების შეფასების მიზნით. PIRLS-ის კვლევა შეისწავლის მე-4 კლასის მოსწავლეების მიღწევებს წიგნიერებაში.
„დედასთან თავი ბავშვი მგონია, სანამ დედა მყავს არ დავბერდები..." ასე შევეგებეთ გიმნაზიის თანამშრომლები სტუმრად მოსულ ჩვენს დედებს. „დედის დღეს" გიმნაზიაში ყველა სითბოს და სიყვარულს აშუქებდა: დედები, შვილები, შვილიშვილები და შვილთაშვილებიც კი. ამ დღეს ჩვენ, გიმნაზიელები არ ვიყავით მხოლოდ სულიერი მამები, მასწავლებლები და თანამშრომლები, ჩვენ ყველა შვილები ვიყავით.
« აპრილი 2023 » |
---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
---|
| 1 | 2 |
3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |