საქართველოს საპატრიარქოს ლანჩხუთის წმ. იოანე ნათლისმცემლის სახელობის სასულიერო გიმნაზია

"კოკა-კოლას" რეგიონალური ტურნის ჩემპიონობა და კვარიათის საგზური

ავტორი: levani от 18-05-2018, 22:34
სასულიერო გიმნაზიის გოგონები "კოკა-კოლას" თასის ჩემპიონები გახდნენ გურიის რეგიონში და კვარიათის საგზური მოიპოვეს! 
ძალიან, ძალიან გაგვახარეს დღეს ჩვენი გიმნაზიის გოგონებმა, მოიგეს რა კოკა-კოლას რეგიონალური თასი, გახდნენ გურიის რეგიონის ჩემპიონები და პირველებმა, საქართველოს რეგიონებს შორის მოიპოვეს ამ გათამაშების მთავარი პრიზი - კვარიათის საგზური. 
ვულოცავთ გიმნაზიის გოგონებს ამ საპატიო ჯილდოს! ვულოცავთ სპორტის მასწავლებელს ამ დიდ გამარჯვებას!
მაშ, ასე! მარიამ რომანჩუკი (მე-9 კლ.), ქეთევან ხრიკაძე, მარიამ გვიშიანი, ანა ჩხაიძე, გვანცა ლომაძე, მარიამ ჯორბენაძე (ყველა მე-8 კლ.), ელენე გოგოლაძე (მე-5 კლ.), ლიკა ებრალიძე (მე-6 კლ.) და სპორტის მასწავლებელი დავით გოგიჩაიშვილი გახდნენ რეგიონის ჩემპიონები და დამსახურებულ ჯილდოსაც მიიღებენ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისაგან და "კოკა-კოლასაგან", რომელიც გათამაშების სპონსორი გახლავთ.
აქვე, ვულოცავთ N1 საჯარო სკოლას ბიჭების ტურნირში გამარჯვებას!
"კოკა-კოლას" რეგიონალური ტურნის ჩემპიონობა და კვარიათის საგზური
"კოკა-კოლას" რეგიონალური ტურნის ჩემპიონობა და კვარიათის საგზური
"კოკა-კოლას" რეგიონალური ტურნის ჩემპიონობა და კვარიათის საგზური
"კოკა-კოლას" რეგიონალური ტურნის ჩემპიონობა და კვარიათის საგზური "კოკა-კოლას" რეგიონალური ტურნის ჩემპიონობა და კვარიათის საგზური "კოკა-კოლას" რეგიონალური ტურნის ჩემპიონობა და კვარიათის საგზური

«    აპრილი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930