2018-2019 ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტურის შედეგების მიხედვით ლანჩხუთის სასულიერო გიმაზიის მეთერთმეტე კლასის მოსწავლეები ლიზი ახალაძე და მარიამ ორმოცაძე სასკოლო ოლიმპიადის დასკვნით, მესამე ტურში გადავიდნენ. მარიამ ორმოცაძემ, რესპუბლიკის მაშტაბით, ფრანგულ ენაში, დაიკავა რა მე-20 სარეიტინგო ადგილი, უფლება მოიპოვა მონაწილეობა მიიღოს ფინალურ სტადიაზე. ასევე ფრანგულ ენაში, მე-4 სარეიტინგო ადგილით ფინალისტი გახდა ლიზი ახალაძე. ხოლო, რაც შეეხება ოლიმპიადის შედეგს ინგლისურ ენაში, ლიზიმ, ასევე ქვეყნის მაშტაბით, პირველი სარეიტინგო ადგილი აიღო (40-დან 40 ქულა) და ზედიზედ მეორეჯერ იასპარეზებს დასკვნით ეტაპზე. ლიზის და მარიამის მასწავლებლები გახლავთ მანანა წილოსანი (ფრანგული ენა) და ნანა ორმოცაძე (ინგლისური ენა).
ვულოცავთ მოსწავლეებს მიღწეულ შედეგს და წარმატებებს ვუსურვებთ ეროვნული ოლიმპიადის ფინალში!