საქართველოს საპატრიარქოს ლანჩხუთის წმ. იოანე ნათლისმცემლის სახელობის სასულიერო გიმნაზია

„ციტიუს, ალტიუს, ფორტიუს” - სწრაფად, მაღლა, ძლიერად

„ციტიუს, ალტიუს, ფორტიუს” - სწრაფად, მაღლა, ძლიერად
"ჩვენი საქართველოს"-ს V კლასის სახელმძღვანელოში ერთი საგაკვეთილო თემა ძველ ქართულ თამაშობებს ეძღვნება. ამიტომ საგნის მასწავლებლის, ლევან გიორგაძის და სპორტის პედაგოგების დავით გოგიჩაიშვილისა და იოსებ ჩაგანავას ინიციატივით და პატარების მონაწილეობით ერთ-ერთი სათამაშო სახეობა "ლახტი" გავაცოცხლეთ.
29 თებერვალს დილიდანვე ჟრიამული იყო მეხუთეკლასელთა საკლასო ოთახში - ბავშები თამაშისთვის აუცილებელი "იარაღით", ქამრებით იყვნენ მობილიზებულები და ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ მოგება-წაგების "მუქარით". მალევე ვნებათაღელვამ სკოლის სპორტულ დარბაზში გადაინაცვლა. თავდაპირველად პატარებს ჩაუტარდათ ინსტრუქტაჟი თამაშის წესების შესახებ და მერე დაიწყო ყიჟინი, რომელმაც ყურთასმენა მთლიანად "დაატყვევა". აუცილებლად უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ ამ, მართლაც რთულ თამაშს გოგონებმა არანაკლები ალღო აუღეს და ისეთი ლახტის ცემა დასცხეს, თქვენგან მოწონებული.
ბევრი იხმაურეს, იყვირეს, იცინეს, ცოტა კოჭ-წვივებიც "დაუწითლეს" ერთმანეთს და ამასობაში გაკვეთილის დამთავრების ზარიც გაისმა...
შეიძლება ითქვას, რომ დღემ და გაკვეთილმა თავისი სათქმელი თქვეს - კარგა ხნის დავიწყებული ქართული ხალხური თამაში გაცოცხლდა ლანჩხუთის მართლმადიდბლური სკოლის კედლებში!

რა? სად? როდის? - ზამთრის შიდა საკლასო ჩემპიონატი

რა? სად? როდის? - ზამთრის შიდა საკლასო ჩემპიონატი

დასრულდა ზამთრის შიდა საკლასო ჩემპიონატი ინტელექტუალურ თამაშში ,,რა? სად? როდის?" პირველად მეშვიდე კლასის გუნდები: ,,ტვინიკოსები" ,,ზომბები" და ,,ინტელექტის დევები" შეხვდნენ ერთმანეთს.

გუნდებს თავად ჰქონდათ მომზადებული შეკითხვები მოწინაღმდეგეებისთვის, რომელსაც წამყვანი, ლევან გიორგაძე კითხულობდა.


«    მარტი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031