საქართველოს საპატრიარქოს ლანჩხუთის წმ. იოანე ნათლისმცემლის სახელობის სასულიერო გიმნაზია

საქართველო - ღვთისმშობლის წილხვდომილი ქვეყანაა

 

 საქართველო - ღვთისმშობლის წილხვდომილი ქვეყანაა

27 თებერვალს ლანჩხუთის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის მართლმადიდებლურ სკოლას ეწვია თეოლოგი აკაკი მინდიაშვილი. სტუმარმა სკოლის სააქტო დარბაზში შეკრებილ მოსწავლეებსა და მასწავლებლებს სალექციო თემა „საქართველო ღვთისმშობლის წილხვდომილი" წაუკითხა. შეხვედრას ესწრებოდნენ ლანჩხუთის ტაძრების მოძღვრები.

წაღვერი 2024.

 

 წაღვერი 2024.

 

ბავშვთა რესპუბლიკურ ფესტივალში ,,ზამთრის რითმები" აქტიური და წარმატებული მონაწილეობისთვის ანსამბლ ,, ივერთა" ს და ქორეოგრაფ არჩილ კალანდაძეს ვულოცავთ ფესტივალის პრიზს და დიპლომებს.

არაერთხელ გისახელებიათ ჩვენი სასწავლებელი და მომავალშიც წარმატებებს გისურვებთ!

მართლმადიდებლურ სკოლაში ინტელექტუალური თამაშები გრძელდება

მართლმადიდებლურ სკოლაში ინტელექტუალური თამაშები გრძელდება
 

დღეს მეცხრეკლასელი ინტელექტუალები შეეჯიბრნენ ერთმანეთს. წამყვანის საკმაოდ რთულ შეკითხვებს მოსწავლეებმა კარგად გაართვეს თავი. თამაშის წარმათვაში ტრადიციულად მეთერთმეტე კლასი დაეხმარა უფროსებს. ბავშვებმა რთული რაუნდის თუ კაპიტნების თამაშისას ბევრი თემის ცოდნა გამოავლინეს, თუმცა ყველა თამაშს ყავს მოგებული და წაგებული. აქაც მცირე უპირატესობით გუნდმა ,, ლანჩხუთელი ფილოსოფოსები " მოიპოვა პირველობა. მეტოქე გუნდმა ,, OWLS" კი ღირსეულლად აღიარა მეგობრების წარმატება


პროექტი „თსუ დესპანი“ სკოლას ეწვია

პროექტი „თსუ დესპანი“ სკოლას ეწვია
 

დღეს მართლმადიდებლურ სკოლას მისი კურსდამთავრებული, თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი გვანცა ლომაძე ესტუმრა.

სტუმრობის მიზანი მშობლიური სკოლის მოსწავლეებისთვის პროექტის „თსუ დესპანი" ფარგლებში უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამებისა და სტუდენტური ცხოვრების გაცნობა გახლდათ.


რა? სად? როდის?

ინტელექტუალური თამაში ,, რა? სად? როდის?" ამჯერად მეექვსე კლასში გაიმართა. ,,დამუხტული ტვინები", ,,ოქროს ბუები", ,, ნიუტონი ", და ,,ინტელექტუალები" გამარჯვებისთვის მთელი სერიოზულობით და აზარტით იბრძოდნენ.
 
რა? სად? როდის?

2 თებერვალი ჭარბტენიანი ტერიტორიების დაცვის საერთაშორისო დღეა.

2 თებერვალი ჭარბტენიანი ტერიტორიების დაცვის საერთაშორისო დღეა.

 

2 თებერვალი ჭარბტენიანი ტერიტორიების დაცვის საერთაშორისო დღეა. სწორედ, ამ თარიღს მიეძღვნა სასულიერო გიმნაზიის საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეების მიერ მომზადებული პრეზენტაცია.


«    თებერვალი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
26272829