საქართველოს საპატრიარქოს ლანჩხუთის წმ. იოანე ნათლისმცემლის სახელობის სასულიერო გიმნაზია

ინტელექტუალური თამაში "რა? სად? როდის?"

ავტორი: levani от 10-05-2019, 21:13
სასულიერო გიმნაზიის მეთერთმეტე კლასელებმა: მარიამ ორმოცაძემ, თამარ ლომაძემ, ანა ჯიბლაძემ და ლიზა ახალაძემ ახალგაზრდული იდეის ხელშეწყობითა და დაფინანებით, განახორციელეს პროექტი "რა? სად? როდის?", რომლის ფარგლებშიც ჩატარდა სამი თამაში. პროექტში მონაწილეობა მიიღო ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის თერთმეტმა სკოლამ. ნახევარფინალურ თამაშებში გამოვლინდა ოთხი ფინალისტი გუნდი. დღეს, 10 მაისს გაიმართა ფინალური თამაში, რომელშიც მონაწილეობას იღებდა: მამათის, ღრმაღელის, ქალაქ ლანჩხუთის N 2 საჯარო სკოლებისა და სასულიერო გიმნაზიის გუნდები. საინტერესო ფინალი კომპეტენტურმა ჟიურიმ განსაჯა, რომლის წევრები იყვნენ ლანჩხუთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ქალბატონი ნინო ჩიტაძე და 1990-იანი და 2000-იანი წლების ლანჩხუთის მოაროვნეები ზაზა ქავზინაძე და გია წილოსანი. ოთხ სკოლას შორის ადგილები ასე გადანაწილდა: პირველი ადგილი - სასულიერო გიმნაზია, მეორე ადგილი - მამათის საჯარო სკოლა, მესამე ადგილი -N2 საჯარო სკოლა მეოთხე ადგილი - ღრმაღელის საჯარო სკოლა.
 
ინტელექტუალური თამაში "რა? სად? როდის?"
ინტელექტუალური თამაში "რა? სად? როდის?"
ინტელექტუალური თამაში "რა? სად? როდის?"
ინტელექტუალური თამაში "რა? სად? როდის?"
ინტელექტუალური თამაში "რა? სად? როდის?"
ინტელექტუალური თამაში "რა? სად? როდის?"
ინტელექტუალური თამაში "რა? სად? როდის?"
ინტელექტუალური თამაში "რა? სად? როდის?"
ინტელექტუალური თამაში "რა? სად? როდის?"
ინტელექტუალური თამაში "რა? სად? როდის?"
ინტელექტუალური თამაში "რა? სად? როდის?" ინტელექტუალური თამაში "რა? სად? როდის?"

«    ივნისი 2023    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930 

პოპ.სიახლეები