2023 წლის 23 თებერვალს განათლების ხარისხის ეროვნული ცემტრის ავტორიზავიის საბჭოს გადაწყვეტილებით ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს ლანჩხუთის წმიდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის სასულიერო გიმნაზიას ავტორიზაცია მიანიჭა.
"ევერესტმა" გასული, 2022 წლის მათემატიკის ოლიმპიადის გამორჩეული მოსწავლეები დააჯილდოვა. სიგელები და დიპლომები გადაეცათ სასულიერო გიმნაზიის მოსწავლეებს: ნიკოლოზ ჩხაიძეს (III კლასი). ნატალი მოისწრაფეშვილს (III კლასი), გეგა ბარამიძეს (IV კლასი) და ქრისტინე ხუხუნაიშვილს (V კლასი).
მართალია, ცოტა დაგვიანებით (ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო), მაგრამ, დღეს, 2023 წლის 20 თებერვალს ვერცხლის მედლები გადავეცით 2020-2021 სასწავლო წლის კურსდამთავრებულებს.
სასულიერო გიმნაზიის მოცეკვავეთა გუნდი (ქორეოგრაფი არჩილ კალანდაძე) აქტიურად ემზადება ბორჯომში გასამართი ფესტივალისთვის, რომელიც მიმდინარე წლის 17 თებერვალს გაიმართება.
მიმდინარე წლის თებერვლის თვეში ჩატარდა ლანჩხუთის სარაიონო ჩემპიონატი ჭადრაკში. გიმნაზია დიდი ყურადღებით აკვირდებოდა ტურნირს, რადგან მასში მონაწილეობას იღებდნენ ჩვენი პატარა მოჭადრაკეები.