Deprecated: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in /home/gimnazia/public_html/engine/classes/templates.class.php on line 220
ღონისძიებები - ლანჩხუთის სასულიერო გიმნაზია
http://gimnazia-lanchkhuti.ge/
ruღონისძიებები - ლანჩხუთის სასულიერო გიმნაზიაDataLife Engineპატარა ინტელექტუალები ერთმანეთს გაეჯიბრნენ!http://gimnazia-lanchkhuti.ge/gonisdzieba/167--.html
http://gimnazia-lanchkhuti.ge/gonisdzieba/167--.html
მართლმადიდებლურ სკოლაში გრძელდება ინტელექტუალური თამაშების სერია.
ამჯერად, ერთმანეთის წინაშე წარსდგა სკოლის მეორე კლასის მოსწავლეებისგან შექმნილი ორი გუნდი: "ჭიამაიები" და "მხედრები".
]]>levaniThu, 11 Apr 2024 00:31:14 +0400მართლმადიდებლურ სკოლას თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები სტუმრობდნენhttp://gimnazia-lanchkhuti.ge/gonisdzieba/166--.html
http://gimnazia-lanchkhuti.ge/gonisdzieba/166--.html
2 აპრილს მართლმადიდებლურ სკოლაში სტუმრად იმყოფებოდნენ თავდაცვის სამინისტროს სენაკის მე-2 ბრიგადის წარმომადგენლები.
]]>levaniTue, 02 Apr 2024 23:14:19 +0400რა არის ფეხბურთი?!http://gimnazia-lanchkhuti.ge/gonisdzieba/165--.html
http://gimnazia-lanchkhuti.ge/gonisdzieba/165--.html
ბურთი... სტადიონი...
ჩხაიძემ ბურთი
გადააწოდა ასკურავას. ასკურავამ - წულაძეს. წულაძემ - ვანაძეს. ვანაძემ - გოგოლაძეს.
იმან კიდევ გოგუაძეს. გოგუაძემ თავისი შესანიშნავი ფინტებით მოატყუა ერთი, მოატყუა
ორი, მოატყუა სამი. დარტყმა და ... თავდიშვილი კარში ტყუილად კი არ დგას!
ამის მერე,
ყველაფერი თავიდან იწყება. გულშემატკივრებით სავსე დარბაზში ისმის ყიჟინა გამაყრუებელი,
ოვაციაც ისმის და გატანილი, თუ ვერგატანილი გოლის შემდეგ აპლოდისმენტები, რომლებიც
ხან გამტანს ეკუთვნის და ხან გოლკიპერს!
]]>levaniMon, 04 Mar 2024 23:44:23 +0400დედის დღე მართლმადიდებლურ სკოლაშიhttp://gimnazia-lanchkhuti.ge/gonisdzieba/164--.html
http://gimnazia-lanchkhuti.ge/gonisdzieba/164--.html
2024 წლის 3 მარტს მართლმადიდებლური სკოლაში, საღამო ხანს საოცარი ფუსფუსი იყო.პირველი
კლასის მოსწავლეებმა,მამებმა და მასწავლებელმა დედებს დედის დღე მიულოცეს. ლექსებით,
სიმღერებით, მათი პატარა ხელებით და სიყვარულით სავსე გულებით დამზადებული ბარათებით
გაახარეს დედები.
იყო ემოციები დედების მხრიდან.დიდი სითბო და სიყვარული იყო მთელი საღამოს
თანმდევი.ზეიმის ბოლოს მამებმა მეუღლეებს ვარდებით მიულოცეს ეს შესანისნავი დღესასწაული.
]]>levaniMon, 04 Mar 2024 23:41:47 +0400ქეთი ზენაიშვილი საქართველოს ჩემპიონია!http://gimnazia-lanchkhuti.ge/gonisdzieba/163--.html
http://gimnazia-lanchkhuti.ge/gonisdzieba/163--.html
სპორტული კარატეს ფედერაციის ეგიდით გორის სპორტის სასახლეში საქართველოს ჩემპიონატი ჩატარდა. ტურნირზე ჩვენი ქვეყნის ყველა რეგიონიდან 400-ზე მეტი მონაწილე გამოვიდა. შეჯიბრებები როგორც გოგონებში, ასევე ვაჟებში გაიმართა.
მართლმადიდებლური სკოლის მე-7 კლასის
მოსწავლემ ქეთი ზენაიშვილმა პირველობა არავის დაუთმო და 12-13 წლიან გოგონებს
შორის გახდა საქართველოს ჩემპიონი კარატე-კუმიტეში.
"ჩვენი საქართველოს"-ს V კლასის სახელმძღვანელოში ერთი საგაკვეთილო თემა ძველ ქართულ თამაშობებს ეძღვნება. ამიტომ საგნის მასწავლებლის, ლევან გიორგაძის და სპორტის პედაგოგების დავით გოგიჩაიშვილისა და იოსებ ჩაგანავას ინიციატივით და პატარების მონაწილეობით ერთ-ერთი სათამაშო სახეობა "ლახტი" გავაცოცხლეთ.
29 თებერვალს დილიდანვე ჟრიამული იყო მეხუთეკლასელთა საკლასო ოთახში - ბავშები თამაშისთვის აუცილებელი "იარაღით", ქამრებით იყვნენ მობილიზებულები და ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ მოგება-წაგების "მუქარით". მალევე ვნებათაღელვამ სკოლის სპორტულ დარბაზში გადაინაცვლა. თავდაპირველად პატარებს ჩაუტარდათ ინსტრუქტაჟი თამაშის წესების შესახებ და მერე დაიწყო ყიჟინი, რომელმაც ყურთასმენა მთლიანად "დაატყვევა". აუცილებლად უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ ამ, მართლაც რთულ თამაშს გოგონებმა არანაკლები ალღო აუღეს და ისეთი ლახტის ცემა დასცხეს, თქვენგან მოწონებული.
ბევრი იხმაურეს, იყვირეს, იცინეს, ცოტა კოჭ-წვივებიც "დაუწითლეს" ერთმანეთს და ამასობაში გაკვეთილის დამთავრების ზარიც გაისმა...
შეიძლება ითქვას, რომ დღემ და გაკვეთილმა თავისი სათქმელი თქვეს - კარგა ხნის დავიწყებული ქართული ხალხური თამაში გაცოცხლდა ლანჩხუთის მართლმადიდბლური სკოლის კედლებში!
]]>levaniFri, 01 Mar 2024 00:42:28 +0400რა? სად? როდის? - ზამთრის შიდა საკლასო ჩემპიონატიhttp://gimnazia-lanchkhuti.ge/gonisdzieba/161--.html
http://gimnazia-lanchkhuti.ge/gonisdzieba/161--.html
დასრულდა ზამთრის შიდა საკლასო
ჩემპიონატი ინტელექტუალურ თამაშში ,,რა? სად? როდის?" პირველად მეშვიდე კლასის
გუნდები: ,,ტვინიკოსები" ,,ზომბები" და ,,ინტელექტის დევები" შეხვდნენ
ერთმანეთს.
გუნდებს თავად ჰქონდათ მომზადებული
შეკითხვები მოწინაღმდეგეებისთვის, რომელსაც წამყვანი, ლევან გიორგაძე კითხულობდა.
]]>levaniFri, 01 Mar 2024 00:35:08 +0400საქართველო - ღვთისმშობლის წილხვდომილი ქვეყანააhttp://gimnazia-lanchkhuti.ge/gonisdzieba/160--.html
http://gimnazia-lanchkhuti.ge/gonisdzieba/160--.html
27 თებერვალს ლანჩხუთის წმინდა იოანე ნათლისმცემლის
სახელობის მართლმადიდებლურ სკოლას ეწვია თეოლოგი აკაკი მინდიაშვილი. სტუმარმა სკოლის
სააქტო დარბაზში შეკრებილ მოსწავლეებსა და მასწავლებლებს სალექციო თემა „საქართველო
ღვთისმშობლის წილხვდომილი" წაუკითხა. შეხვედრას ესწრებოდნენ ლანჩხუთის ტაძრების მოძღვრები.
]]>
levaniTue, 27 Feb 2024 22:18:04 +0400წაღვერი 2024.http://gimnazia-lanchkhuti.ge/gonisdzieba/159--2024.html
http://gimnazia-lanchkhuti.ge/gonisdzieba/159--2024.html
ბავშვთა რესპუბლიკურ ფესტივალში
,,ზამთრის რითმები" აქტიური და წარმატებული მონაწილეობისთვის ანსამბლ ,, ივერთა"
ს და ქორეოგრაფ არჩილ კალანდაძეს ვულოცავთ ფესტივალის პრიზს და დიპლომებს.
არაერთხელ გისახელებიათ ჩვენი
სასწავლებელი და მომავალშიც წარმატებებს გისურვებთ!
]]>levaniTue, 27 Feb 2024 22:15:24 +0400მართლმადიდებლურ სკოლაში ინტელექტუალური თამაშები გრძელდებაhttp://gimnazia-lanchkhuti.ge/gonisdzieba/158--.html
http://gimnazia-lanchkhuti.ge/gonisdzieba/158--.html
დღეს მეცხრეკლასელი ინტელექტუალები
შეეჯიბრნენ ერთმანეთს. წამყვანის საკმაოდ რთულ შეკითხვებს მოსწავლეებმა კარგად გაართვეს
თავი. თამაშის წარმათვაში ტრადიციულად მეთერთმეტე კლასი დაეხმარა უფროსებს. ბავშვებმა
რთული რაუნდის თუ კაპიტნების თამაშისას ბევრი თემის ცოდნა გამოავლინეს, თუმცა ყველა
თამაშს ყავს მოგებული და წაგებული. აქაც მცირე უპირატესობით გუნდმა ,, ლანჩხუთელი ფილოსოფოსები
" მოიპოვა პირველობა. მეტოქე გუნდმა ,, OWLS" კი ღირსეულლად აღიარა მეგობრების
წარმატება