საქართველოს საპატრიარქოს ლანჩხუთის წმ. იოანე ნათლისმცემლის სახელობის სასულიერო გიმნაზია

პირველკლასელებმა შემოდგომა ლამაზად გააცილეს

ავტორი: levani от 23-11-2018, 01:17
პატარა ხელებით ნახატებად გადავიტანეთ ფურცლებზე ლექსები და ლამაზ ჩარჩოებში ჩასმული ნაფერ-ნალოლიავებ საკლასო ითახში გამოფენა მოვაწყვეთ. გზადაგზა დასწავლის პროცესი „გავართულეთ", ფოტოები გადავიღეთ საკუთარ ეზოში, ოჯახის წევრებთან, მეგობრებთან ერთად. დავაფიქსირეთ ჩვენი წვლილი ოჯახის საშემოდგომო საქმეში. შემდეგ სკოლაში მოვიტანეთ და ერთმანეთს გავაცანით მერე ჩურჩხელები ავაცვით და დღეს თათარის კაბებს ჩავაცმევთ. ჩვენს თვალწინ დაინთება ცეცხლი, დუღდება თათარა და წიგნებში, ლექსებში წაკითხულსა და დასწავლილს სინამდვილედ ვაქცევთ- ამ სიტყვებით გახსნა ღონისძიება პირველი კლასის დამრიგებელმა ნანა ლურსმანაშვილმა და პატარებთან ერთად, ლამაზი სანახაობის მოწმედ გაიხადა მშობლები, გიმნაზიის მასწავლებლები და სტუმრები. ლექსებით და სიმღერებით გალაღებულმა ბავშვებმა თავისი პაწია ხელებით აცმული საჩურჩხელე თხილი და ნიგოზი გურულ კუხნაში, შუაცეცხლზე გუგული ბებიას მიერ დამზადებულ ფელამუშში ამოავლეს და საახალწლო სუფრისთვის ტკბილი ნუკბარი გაიმზადეს. ბოლოს, კი საჩუქრებით გაიხარეს - მათივე ხელებით დაკრეფილი ყურძნის დაწურული ბადაგისგან დამზადებული, დაბეჭდილი და მათივე სურათებით დამშვენებულ ეტიკეტებში შეფუთული ღვინის ბოთლები სახლებში გააცუნცულეს.
პირველკლასელებმა შემოდგომა ლამაზად გააცილეს
პირველკლასელებმა შემოდგომა ლამაზად გააცილეს
პირველკლასელებმა შემოდგომა ლამაზად გააცილეს
პირველკლასელებმა შემოდგომა ლამაზად გააცილეს
პირველკლასელებმა შემოდგომა ლამაზად გააცილეს
პირველკლასელებმა შემოდგომა ლამაზად გააცილეს
პირველკლასელებმა შემოდგომა ლამაზად გააცილეს
პირველკლასელებმა შემოდგომა ლამაზად გააცილეს

«    დეკემბერი 2023    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031