საქართველოს საპატრიარქოს ლანჩხუთის წმ. იოანე ნათლისმცემლის სახელობის სასულიერო გიმნაზია

გოგონები აღარ ხუმრობენ!

ავტორი: levani от 19-05-2018, 15:25
მოკლედ, ორი სკოლის ნაკრებმა გუნდმა კალათბურთში დღეს, ოზურგეთში დაამტკიცეს, რომ რეგიონში ბადალი არ გვყავს! გვანცა ლომაძის, ქეთევან ხრიკაძის (სასულიერო გიმნაზია), ანი კუკულაძის და ანი ჩხაიძის (N1 საჯარო სკოლა) კვარტეტი ჯერ მუნიციპალიტეტის ჩემპიონები გახდნენ, ხოლო დღეს რეგიონის მთავი პრიზითაც დაიმშვენეს მათი არაერთი სპორტული წარმატებით დახუნძლული ბიოგრაფია. 
"სპორტი ბარიერების გარეშე" ტურნირში მოგებულებს სიგელები, მედლები და ფასიანი საჩუქრები ხომ გადასცეს, ზედ მთავარი პრიზიც დააყოლეს ტურნირის ორგანიზატორებმა! სასულიერო გიმნაზიის სპორტის მასწავლებლის, დავით გოგიჩაიშვილის მომზადებულმა გოგონებმა ანაკლიის საგზური მოიპოვეს და ცხელ ზაფხულში ერთ კვირას ღირსეულად დაისვენებენ!
ეკუთვნით და ღმერთმა შეარგოთ!
ყოჩაღ გოგონებო!

«    ივნისი 2023    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930 

პოპ.სიახლეები