3 მარტი დედისადმი პატივსიცემისა და სიყვარულის გამოხატვის დღეა, სწორედ ამ მიზნით გამართეს სასულიერო გიმნაზიის მეხუთე კლასელებმა საღამო, რომელიც თავიანთი ხელებით დამზადებული მისალოცი ბარათების და თაიგულების გადაცემით დაიწყეს. დედიკოები ცრემლების გარეშე ვერ ისმენდნენ პატარების გულიდან ამოსულ სიტყვებს, გაბრწყინებული თვალებითა და მონდომებით შესრულებულ სიმღერებს. სახალისო საცქერი დარჩა სცენა პატარა ბიჭის შესახებ, რომელიც „დედაზე უკეთესს ეძებდა და ვერ იპოვა. საღამო ცეცხლოვანი ცეკვით დაასრულეს და ოვაციაც დაიმსახურეს.







