საქართველოს საპატრიარქოს ლანჩხუთის წმ. იოანე ნათლისმცემლის სახელობის სასულიერო გიმნაზია

მხიარული სტარტები გიმნაზიაში

ავტორი: levani от 10-11-2017, 23:39
ბავშვებს თვალებში ეტყობოდათ, რომ მისხალის დათმობას არ აპირებდნენ ერთმანეთისთვის. სასწორზე გამარჯვების სიხარული, ჩემპიონობა იდო და, აბა როგორ უნდა დათმო ასეთ დროს, მაშინაც კი, თუ "მოწინააღმდეგეთა" რიგებში ერთმანეთის მეგობრები, ოჯახის წევრები, უბრალოდ, თანასკოლელები არიან... შეჯიბრი შედგა. ბევრი ქომაგი დაესწრო მხიარულ სტარტებს, ბევრი ადრენალინი დაიხარჯა, ოფლიც გვარიანად დაიღვარა, სახალისოც ბევრი იყო, მოსაწონიც და ბოლოს, გამარჯვებულთა უდიდესი სიხარული და მეორე მხრიდან ცრემლიც. თუმცა შედეგი ორივე მხარემ ღირსეულად მიიღო. ერთი სიტყვით, დღე შედგა და სპორტის ახალგაზრდა სპეციალისტის, სოსო მასწავლებლის ჩანაფიქრმაც გაამართლა... მადლობა ყველას, მონაწილე ბავშვებს, კლასის დამრიგებლებს, ქომაგებს, "სეირის მაყურებლებსაც". P.S. მეგობრულ "ომში" მეოთხეკლასელებმა მცირედი უპირატესობით აჯობეს მესამეკლასელებს. ორშაბათიდან მათ საკლასო ოთახში ბინას დაიდებს ასეთი შეჯიბრებებისათვის განკუთვნილი გარდამავალი თასი...
მხიარული სტარტები გიმნაზიაში
მხიარული სტარტები გიმნაზიაში
მხიარული სტარტები გიმნაზიაში
მხიარული სტარტები გიმნაზიაში
მხიარული სტარტები გიმნაზიაში
მხიარული სტარტები გიმნაზიაში
მხიარული სტარტები გიმნაზიაში

«    მარტი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031