საქართველოს საპატრიარქოს ლანჩხუთის წმ. იოანე ნათლისმცემლის სახელობის სასულიერო გიმნაზია

გიორგი გიორგაძე - საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონის“ გამარჯვებული!

ავტორი: levani от 3-07-2021, 00:26

შეგახსენებთ,რომ 2021 წელს საქართველოსეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი" დისტანციურ რეჟიმში მუნიციპალიტეტებისა და თვითმმართველი ქალაქების მიხედვით წარიმართება.

 

გამარჯვებული, ლანჩხუთის წმ. იოანე ნათლისმცემლის სახელობის სასულიერო გიმნაზია XI კლასის მოსწავლე გიორგი გიორგაძე ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სახელით დასკვნით ღონისძიებაში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც ასევე დისტანციურ რეჟიმში, ივლისში გაიმართება. ღონისძიებას პროექტის ავტორი და წამყვანი გოჩა ტყეშელაშვილი გაუძღვება, მონაწილეები კი კონკურსში ვიდეოპლატფორმის საშუალებით მუნიციპალიტეტების რესურსცენტრებიდან ჩაერთვებიან. გამარჯვებული სამეული საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს მიერ დაწესებული სასაჩუქრე ვაუჩერებით დაჯილდოვდება.

ასევე სასიხარულოა, რომ რაიონული ტურის დასკვნით, ფინალურ ეტაპზე მონაწილეობა მიიღეს გიმნაზიელებმა: გიორგი მსახურაძემ, ნიკა კომახიძემ (ორივე მე-8 კლასი) და ჯემალ აფხაძემ (მე-9 კლასი).

ვულოცავთ გამარჯვებულს, ვულოცავთ გიმნაზიელებს ამ დიდ წარმატებას. წინ საინტერესო და დაძაბული ფინალი გველის!

«    მარტი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031