საქართველოს საპატრიარქოს ლანჩხუთის წმ. იოანე ნათლისმცემლის სახელობის სასულიერო გიმნაზია

გიმნაზიის 2020-2021 სასწავლო წლის კურსდამთავრებულები

გიმნაზიის 2020-2021 სასწავლო წლის კურსდამთავრებულებიtest
 
 
ეს ლამაზი და სიმპატიური გოგო-ბიჭები ჩვენი გიმნაზიის 2020-2021 სასწავლო წლის კურსდამთავრებულები არიან ❤
ნიკა, ლუკა, თედო, ნიკა, გიორგი, თიკა, თიკო, ირინა, ლიკა, ლევანი, გოგა, გიორგი, გიორგი, საბა, მარიამი - ჩვენი ქვეყნის მომავალი ხართ!
ახალგაზრდებო, თქვენ ახალ ცხოვრებას იწყებთ, ახალი გამოწვევებით და საინტერესო იდეებით!
გილოცავთ სტუდენტობას!
გფარავდეთ დედა ღვთისმშობელი!
❤ ❤ ❤
დიდი სიყვარულით,
სასულიერო გიმნაზიის მასწავლებლები და ყველა თანამშრომელი

გიორგი გიორგაძე - საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონის“ გამარჯვებული!

პირველ ივლისს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონის" ლანჩხუთის დისტანციური კონკურსის ფარგლებში, 2021 წლის „ლანჩხუთის ეტალონი მოსწავლე" გამოვლინდა.

წელს ეს ტიტული ლანჩხუთის წმ. იოანე ნათლისმცემლის სახელობის სასულიერო გიმნაზიის XI კლასის მოსწავლე გიორგი გიორგაძემ მოიპოვა.

 

გიორგი გიორგაძე - საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონის“ გამარჯვებული!

ვემშვიდობებით გიმნაზიის მოჭირნახულეს!

ვემშვიდობებით გიმნაზიის მოჭირნახულეს!

84 წლის ასაკში მარადიულ სასუფეველში გადავიდა დიდი მეცნიერი, დიდი პიროვნება, ძველი ქართული მწერლობის ცნობილი მკვლევარი, ბატონი გრივერ ფარულავა.

სასულიერო გიმნაზიის მეორე კლასი - 2019-2020 სასწავლო წელი

ჩემო პატარა მეგობრებო!
სწრაფად გაირბინა სასწავლო წელმა... ძიების, ანალიზის, განსჯის და ფიქრის კიდევ ერთმა წელმა... მეამაყება თქვენთან გატარებული თითოეული საათი... პაექრობით, დაზავებითა და არგუმენტებით გაჯერებული მოსაზრებები... როგორ კარგად მსჯელობთ, როგორ აზროვნებთ, როგორ შეგიძლიათ ერთ პატარა სიტყვაზე მთელი ამბის აგება, ზღაპრების შექმნა, როგორ გტკივათ და გახარებთ თქვენი თანატოლების ტკივილი და სიხარული. თქვენ, მე ყოველ დღე მახარებდით, გმადლობთ ყველაფრისათვის... მიყვარხართ, მეამაყებით, გეფერებით!
სიყვარულით,
ნანა მასწავლებელი

 

 

გიმნაზიამ გამარჯვებულები დააჯილდოვა!

გუშინ, 28 თებერვალს გიმნაზიის რექტორატმა დააჯილდოვა მუნიციპალიტეტის საჭადრაკო ტურნირში გამარჯვებულები. სასწავლებლის სამმა მოთამაშემ წარმატებით იასპარეზა რაიონულ შეჯიბრში და მოიპოვა დამსახურებული პიველი ადგილი.
 
გიმნაზიამ გამარჯვებულები დააჯილდოვა!

ბრინჯაოს ხანა ფრენბურთში!

ბრინჯაოს ხანა ფრენბურთში!
 
5 და 6 თებერვალს გაიმართა სასკოლო სპორტული ოლიმიადა ფრენბურთში. ტურნირს ტრადიციულად სასულიერო გიმნაზიის სპორტულმა დარბაზმა უმასპინძლა. სპორტის ამ ლამაზ სახეობაში გიმნაზიელი ლამაზი გოგო-ბიჭებიც ჩაერთვნენ მუნიციპალიტეტის სხვა საჯარო სკოლებთან ერთად.

2019-2020 სასწავლო წლის სპორტული ოლიმპიადის შედეგები (ჯერჯერობით ...

2019-2020 სასწავლო წლის სპორტული ოლიმპიადის შედეგები (ჯერჯერობით ...
 
2019-2020 სასწავლო წლის სპორტული ოლიმპიადის შედეგები (ჯერჯერობით ...   

2019-2020 სასწავლო წელი

ყველას გილოცავთ ახალ, 2019-2020 სასწავლო წლის დაწყებას!

 
2019-2020 სასწავლო წელი

2018-2019 სასწავლო წლის კურსდამთავრებულები

2018-2019 სასწავლო წლის კურსდამთავრებულები
წარმატებები ცხოვრების ახალ საფეხურზე!
გახდით პროფესიონალები და დაუბრუნდით თქვენს საყვარელ, მშობლიურ კუთხეს!
გამოადექით თქვენს ქვეყანას!   

მსოფლიოს ბრინჯაოსანი

მსოფლიოს ბრინჯაოსანი
 
2-4 აგვისტოს ბულგარეთის დედაქალაქმა სოფიამ ჭაბუკთა შორის ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლა. საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ტურნირზე მივლინებული იქნა სასულიერო გიმნაზიის მე-10 კლასის მოსწავლე თამაზ ღლონტი.

Назад Вперед
Наверх

«    ოქტომბერი 2021    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

პოპ.სიახლეები